აზარტული თამაშების რეგულაცია

ლუდომანიის პრობლემა და საგანგაშო სტატისტიკა, რომელიც კანონმდებლობის გამკაცრებამდე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა.

გასული წლის ოქტომბრიდან თებერვლამდე პერიოდის მონაცემებით, მოზარდებს შორის თამაშზე დამოკიდებულების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო, რის შესამცირებლადაც მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე კონტროლის გამკაცრებას და ასაკობრივი ზღვარის გაზრდას სფეროს სპეციალისტები საკმარისად არ მიიჩნევენ. კვლევამ აჩვენა, რომ მოზარდები აზარტულ თამაშებში, მათ შორის ხელზე თამაშებში, 11 წლიდან არიან ჩართულები, რასაც ყველაზე საგანგაშოდ მიიჩნევენ. ასაკობრივი შეზღუდვების, ჯარიმების და ცალკეული აკრძალვების დაწესების შემდეგ არ არის გამორიცხული, რომ მარტიდან ამოქმედებული ახალი კანონი მომავალში კიდევ უფრო გამკაცრდეს.