სიტყვიერი დაპირისპირება პლენარულ სხდომაზე.
ერთმანეთს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე და დამოუკიდებელი დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი დაუპირისპირდნენ. კამათი შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს უკავშირდებოდა. კანონპროექტის ინიციატორი ბექა ნაცვლიშვილია. სხდომაზე აღნიშნულ საკითხს კენჭი დღესვე უყარეს, თუმცა შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით ჩავარდა, რადგან კანონპროექტმა დეპუტატების საკმარისი ხმები ვერ მიიღო.