ბრალის წარდგენა

ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ამ წუთებში, შსს-ს წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალის წარდგენა მიმდინარეობს. საქმე რამდენიმე მუხლით არის აღძრული, გამოძიებით ერთ პირს განზრახ მკვლელობა, კიდევ შვიდ დაკავებულს კი ცრუ ინფორმაციის მიწოდება და დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ ბრალად.

შემთხვევა ცხვარიჭამიაში ორი დღის წინ მოხდა. დაბადების დღეზე დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება, მკვლელობით დასრულდა. ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად 20 წლის მირიან კუკავა გარდაიცვალა.

რას აცხადებენ ბრალდებულების უფლებადამცველები და აღიარებენ თუ არა დაკავებულები ბრალს – ვაკო ორმოცაძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში.