კამათი და დაპირისპირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე. მიზეზი, 18 ივლისის რიგგარეშე სხდომა და საშვების გაცემის წესი იყო. ოპოზიცია ამბობს, რომ მათ ეზღუდებათ საკანონმდებლო ორგანოში პირთა შემოყვანა, რისი უფლებაც აქვთ. ისინი მმართველ გუნდს რეაგირებას სთხოვენ 18 ივლისს, სხდომათა დარბაზში განვითარებულ მოვლენებზე.