დაპირისპირება პარლამენტში

კამათი პარლამენტში – დეპუტატებმა შეკრებასა და მანიფესტაციასთან დაკავშირებით ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე პირველი მოსმენით იმსჯელეს. ცვლილებებით, აქციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აეკრძალებათ – თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას. ამკრძალავი ნორმების დარღვევისთვის გათვალისწინებულია საგნის კონფისკაცია, ფულადი ჯარიმა და ადმინისტრაციული პატიმრობა.

ინიციატორები კანონის გამკაცრებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით ხსნიან, რომლის მიხედვით, ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში არეულობა იგეგმება.

თეონა მანაგაძე განავრცობს თემას – რა პოზიციები აქვთ მხარეებს?