დაპირისპირება პარლამენტში - გამოხმაურება

ოპოზიცია ირაკლი ბერაიასგან თანამდებობის დატოვებას ითხოვს, საუბარია გუშინდელ ინციდენტზე. მიზეზი თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის გამოსვლის ის ნაწილია, რომელიც თეონა აქუბარდიას მიმართ ბრალდებას და სიტყვიერ შეურაცხყოფას ეხებოდა. მმართველი გუნდიდან გენდერული საბჭოს წევრების თქმით, საკანონმდებლო ორგანოში სექსისტური განცხადებები მათ არ მოსწონთ, თუმცა დატოვებს თუ არა ბერაია თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს, ეს მისი გადასაწყვეტია.