შეკვეთილში დღეიდან შიმშილობის აქცია შეწყდება. ინფორმაცია ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას აღარ მიმართავენ, თუმცა გამოსვლებს ისევ პერმანენტულ რეჟიმში გააგრძელებენ.
შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია გუშინაც გაიმართა, სადაც აჭარის, გურიისა და ფოთის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე რიგითი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და სასტუმრო „პარაგრაფისაკენ“ მსვლელობა გამართეს.