„ნაციონალური მოძრაობის“ შიმშილობის აქცია - გამოხმაურებები

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, შიმშილობას აგრძელებს. პარტიის ოფისთან კარვები რჩება გაშლილი. მოშიმშილეების განცხადებით, პროტესტის ეს ფორმა მათი მოთხოვნების შესრულებამდე გაგრძელდება. შიმშილობას დღეს მხარდამჭერებიც შეუერთდებიან. პარტიის ლიდერები მიმართავენ ჯანდაცვის უწყებას, რომ ოფისის ტერიტორიაზე სამორიგეოდ სასწრაფო დახმარების ბრიგადები განათავსონ.

„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება შიმშილობასთან დაკავშირებით, უმრავლესობისთვის გაუგებარია. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და დამნაშავეებმა ჩადენილ ქმედებებზე პასუხი უნდა აგონ.

ოპოზიციის მეორე ნაწილი ამბობს, რომ შიმშილობის აქცია შედეგს არ გამოიღებს, რადგან პროტესტის ამ ფორმით, მიხეილ სააკაშვილს ციხიდან არავინ გაათავისუფლებს.