„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შიმშილობის აქცია

უკვე მესამე დღეა, პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ოთხი წევრი შიმშილობას აგრძელებს. მათ ერთი მთავარი მოთხოვნა აქვთ – მოხდეს სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანა. შიმშილობის შეწყვეტის თხოვნით პარტიის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა, თუმცა მათგან უარი მიიღო. შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, დღეს მოშიმშილეებს ექიმები მოინახულებენ.