„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შიმშილობის აქცია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები – ანი წითლიძე, თემურ ჯანაშია და დავით კირკიტაძე მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, მეექვსე დღეა შიმშილობენ. მათი თქმით, პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას არ შეწყვეტენ, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება. ამასთან, დეპუტატების განცხადებით, ანი წითლიძე შეუძლოდ არის, რის გამოც, დაგეგმილ ბრიფინგზე გამოსვლა ვერ შეძლო.

დილიდან მოშიმშილე დეპუტატების მოსანახულებლად მიდიან პოლიტიკოსები, ხატია დეკანოიძის თქმით, მოშიმშილეები არიან სუსტად და ის თანაპარტიელებს მოუწოდებს შიმშილობა შეწყვიტონ.