ახალი დეტალი ხდება ცნობილი თბილისში დაგეგმილი და აღკვეთილი შეკვეთილი მკვლელობის საქმიდან.
გამოძიებამ დღეს ერთ-ერთ ფიგურანტად ვატო ყიფიანი დაასახელა. პროკურატურის ვერსიით, ძმებ ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მიზნით ასაფეთქებელი მოწყობილობა ყიფიანის დაკვეთით დაამზადეს. საგამოძიებო უწყების ამ ვერსიას გახმაურებულ საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ჩვენებაც ადასტურებს.
ჩვენება დღეს „მოამბემ“ მოიპოვა.