აფეთქება აღმაშენებლის ხეივანში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში – 47 წლის მამაკაცმა, რომელმაც სასტუმროს ნომერი გუშინ დაიქირავა, გამთენიისას ხელყუმბარა ააფეთქა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი მამაკაცისთვის ფინანსური პრობლემები გახდა.
დილიდან დალუქულია სასტუმროს შენობა, მომხდარზე კი გამოძიება 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის მძიმე დაზიანების ან ქონებრივი ზიანის გამოწვევის მიზნით, ასაფეთქებელი მოწყობილობის გასროლას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დაშავებული მამაკაცი მიღებული დაზიანებებით ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და მდგომარეობა კრიტიკულად ფასდება. განსაკუთრებით აქვს დაზიანებული თავის, გულმკერდისა და ფეხების არე.