გახსნილი დანაშაული

ბებიის მკვლელობის მომზადებისთვის სამართალდამცველებმა 26 წლის ახალგაზრდა დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შეკვეთით მკვლელობა ანგარების მოტივით განიზრახა. დაქირავებულ მკვლელს მან ბებიის მისამართი და ფოტოსურათიც მიაწოდა და 150 000 დოლარის გადახდას დაჰპირდა.

ოჯახის წევრის შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, პროკურატურამ მამაკაცს ბრალი უკვე წარუდგინა. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი მას 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.