ხელყუმბარით აფეთქებისას დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა

მამაკაცი, რომლიც ხელყუმბარით აფეთქებისას დაშავდა, ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე რჩება. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ პარამეტრები უმნიშვნელოდ გაუმჯობესებულია, თუმცა, მედიკოსების თქმით, მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მას ქირურგიული ოპერაცია კლინიკაში შეყვანისთანავე ჩაუტარდა. მამაკაცს დაზიანებული აქვს თავის, გულ-მკერდისა და ასევე ფეხების არე.

შეგახსენებთ, რომ 47 წლის მამაკაცმა, რომელმაც სასტუმროს ნომერი დაიქირავა, ხელყუმბარა ააფეთქა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი მამაკაცისთვის ფინანსური პრობლემები გახდა. დაილუქა სასტუმროს შენობა და დაიწყო გამოძიება. მოკვლევა 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის მძიმე დაზიანების ან ქონებრივი ზიანის გამოწვევის მიზნით, ასაფეთქებელი მოწყობილობის გასროლას გულისხმობს.