„ძალა ერთობაშიას“ ზესტაფონის მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები, ბაქარ ხიჯაკაძე და გაგა ლაბაძე გაერთიანების ლიდერებთან ერთად ზესტაფონის ბაზარში იმყოფებოდნენ. მათ ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს და საარჩევნო პროგრამა გააცნეს. კანდიდატებმა აღნიშნეს, რომ გამარჯვების შემდეგ ერთობლივი ძალებით იმუშავებენ მოსახლეობის პრობლემების გადასაჭრელად.