„ქართული ოცნების“ კანდიდატის წარდგენა ზესტაფონში

12:16, 02.09.2021

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისთვის მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს პარტია „ქართული ოცნება“. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ზესტაფონის მერობის კანდიდატი დაასახელა. ზესტაფონის მერის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნებში ვასილ გველესიანი იბრძოლებს. დღესვე, ღარიბაშვილი მერობის კანდიდატებს ჭიათურასა და საჩხერეში წარადგენს.

მსგავსი