უკანონო პატიმრობები იყო ერთ-ერთი მთავარი თემა შეხვედრაზე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს შორის შედგა. მხარეებმა საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილი ვითარება და უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. გადასასვლელების დახურვის გადაწყვეტილებასა და მის თანმდევ ნეგატიურ შედეგებზე.