პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები თბილისის სკოლების დირექტორებს ხვდებიან. საუბარი სკოლებში მიმდინარე და განსახორციელებელ პრევენციულ ღონისძიებებზე მიმდინარეობს, რომელიც მოზარდებში ძალადობის და ჩაგვრის აღმოფხვრას ეხება.
მხარეები წარადგენენ გარკვეულ რეკომენდაციებსაც. პარასკევს კი საგამოძიებო კომისიის წევრები არასრულწლოვნების გამოკითხვებს განაახლებენ.
ფსიქოლოგების და მოზარდების კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით კომისიის წევრები ხორავას ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით ორ არასრულწლოვანს გამოკითხავენ.