არასრულწლოვნების საქმეზე მიხეილ კალანდია გამოკითხეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი მიხეილ კალანდია, გამოძიების შეკითხვებს გვიან ღამემდე პასუხობდა. პროკურატურის შენობა მან უკომენტაროდ დატოვა. ადვოკატის განმარტებით,  გამომძიებელთა შეკითხვები ძირითადად გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეს ეხებოდა. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, საგამოძიებო მოქმედებები და მოზარდების გამოკითხვები  გრძელდება. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უწყებაში 11 არასრულწლოვანი დაიბარეს.