ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულის პროცესი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის პროცესი მიმდინარეობს. დ.ღ. ს სხდომა ბრალდების მოწმეების დაკითხვით გრძელდება. პროკურატურა ექვს  მოწმეს დაკითხავს, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ არასრულწლოვანი უკანონო პატიმრობაშია. პატიმრობის შეცვლის მიზნით, ისინი დღევანდელ სხდომაზე საქმისათვის ახალი მტკიცებულების დართვასაც მოითხოვენ.