არასრულწლოვნების საქმეზე ჩანიშნული პროცესი გადაიდო

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ეპიზოდზე ჩანიშნული პროცესი გადაიდო.

პროკურატურამ სხდომაზე მოწმეების წარდგენა ვერ მოახერხა. უნდა დაკითხულიყო ერთ-ერთი მსჯავრდებული არასრულწლოვანი და მეორე არასრულწლოვნის ბიძა. ასევე, მოწმეთა სიაშია მ.კ, რომელიც პროკურატურას ჯერ არ დაუბარებია.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვისთვის მ.კ, მისი ძმა, მათი მამა თენგიზ კალანდია და მათთან ერთად კიდევ ორი პირი პასუხისგებაში 3 დეკემბერს მისცეს.

თენგიზ კალანდიას და მისი ორი მეზობლის მიმართ გამოყენებული იყო საპატიმრო ღონისძიება და დაახლოებით ერთი თვის წინ ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

გამოძიების ინფორმაციით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე და ერთ-ერთ მსჯავრდებულ არასრულწლოვანს მიმალვაში დაეხმარნენ.