სასამართლო სხდომა არასრულწლოვნების საქმეზე

2 საათის დაგვიანებით დაიწყო ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული მოზარდის, დ.ღ-ს სასამართლო პროცესი.

ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზით, სხდომების ჩატარება შეფერხდა.

ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხსაც დააყენებს.

შეგახსენებთ, რომ დ.ღ. ივლისში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანი ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მოკლული დავით სარალიძის მამას ესაუბრა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასამართლო განხილვის სტადიაზე მან მსგავსი შეხვედრა უარყო.