მოწმეების დაკითხვა არასრულწლოვნების საქმეზე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემს ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ. ს საქმეზე დღეს ორი, ასევე არასრულწლოვანი მოწმე დაიკითხება. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე არასრულწლოვნისთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლას მოითხოვს. მოზარდები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ. გამოძიება დ.ღ.ს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემას ედავება. დ.ღ. ივლისში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანი ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ესაუბრა მოკლული დავით სარალიძის მამას, თუმცა, შსს-ს ცნობით, სასამართლო განხილვის სტადიაზე მან მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო. არასრულწლოვნების გარდა, დღეს ასევე დაიკითხება სამი სრულწლოვანი მოწმე.