თავდაცვის სფეროში საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობარ სახელმწიფოებთან საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილე ლელა ჩიქოვანთან. დახურულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის უნარიანობის განმტკიცების საქმეში პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის და თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.