ამერიკა-საქართველო - დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი

30 წელი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან – საქართველო და აშშ ისტორიულ თარიღს აღნიშნავენ.

1992 წლიდან დღემდე სტრატეგიული პარტნიორობის დემონსტრირება არაერთი მაღალი დონის ვიზიტით, მხარდამჭერი გზავნილებით და განცხადებებით, რეფორმების გატარებაში განსაკუთრებული წვლილით და მასშტაბური პროექტებითა და პროგრამებით მოხდა. წლებთან ერთად ეს მხარდაჭერა და თანამშრომლობა სულ უფრო იზრდება, რისი ერთ-ერთი დასტურიც ამერიკის კონგრესის ორპარტიული მხარდამჭერი აქტებია. თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა, ვაჭრობა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა – თითქმის ყველა სფეროში ორ ქვეყანას ერთმანეთთან მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებს. ცალკე აღსანიშნავია ის მასშტაბური ფინანსური დახმარება, რომელიც სხვადასხვა პროექტის დასაფინანსებლად თუ რეფორმის გასატარებლად საქართველომ აშშ-სგან მიიღო. დღის წესრიგშია თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება, რომელზეც მუშაობა უკვე მიმდინარეობს.