სემინარი თავდაცვის სფეროში ქალების ლიდერობის თემაზე

მსჯელობა მიმდინარეობს თავდაცვის უწყებაში ქალთა როლზე, უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობისა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპების ინტეგრირების პოლიტიკის შესახებ. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის წარმომადგენლებიც.

ვიდეოკონფერენციის საშუალებით მონაწილეებს მიმართა საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში. სემინარის მიზანია თავდაცვის უწყებაში წამყვან მენეჯერულ რგოლთან ერთად სტრატეგიების შემუშავება და ქალების მეტი ჩართულობა.