შეხვედრა ამერიკის თავდაცვის წარმომადგენლებთან

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ახალ ხელმძღვანელს, ვიცე-პოლკოვნიკ პოლივას სტრაზდასს და პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში აშშ-ის საელჩოს მრჩეველს მაიკლ ჰონიგშტაინს შეხვდა. ეს იყო გაცნობითი შეხვედრა, სადაც ისაუბრეს  ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი და თავდაცვის მინისტრის მოადგილეც დაესწრნენ.

დატოვე კომენტარი