შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა პრობლემებზე სასაუბროდ შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. როგორც ღონისძიებაზე აღნიშნა, სხვადასხვა კვლევებით, ქვეყანაში შშმ ქალთა უფლებრივი მდგომარეობა მძიმეა, პრობლემები ეხება როგორც ინფრასტრუქტურულ ხელმიუწვდომლობას, ასევე ჯანდაცვის მიმართულებას.
შეხვედრა პარლამენტის გენდერული საბჭოს ორგანიზებით იმართება, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თემის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, შეხვედრის მიზანია, პრობლემების იდენტიფიკაცია და შემდგომ გადაჭრის გზებზე კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვა.