შეხვედრა შშმ ქალთა ინკლუზიური დასაქმების პრობლემებზე

12:38, 23.04.2019

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა პრობლემებზე სასაუბროდ შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. როგორც ღონისძიებაზე აღნიშნა, სხვადასხვა კვლევებით,  ქვეყანაში შშმ ქალთა უფლებრივი მდგომარეობა მძიმეა, პრობლემები ეხება როგორც ინფრასტრუქტურულ ხელმიუწვდომლობას, ასევე ჯანდაცვის მიმართულებას.

შეხვედრა პარლამენტის გენდერული საბჭოს ორგანიზებით იმართება, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თემის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, შეხვედრის მიზანია, პრობლემების იდენტიფიკაცია და შემდგომ გადაჭრის გზებზე კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვა.

მსგავსი