შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი სოფელ ზარდიაანთკარში იმყოფებოდა და მოსახლეობას შეხვდა. გამყოფი ხაზის სოფელში ადგილობრივების წინაშე არსებული საჭიროებები და აქტუალური საკითხები განიხილეს. თეა ახვლედიანის თქმით, კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვა, სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.