სახელმწიფო ინსპექტორის შეხვედრა ახალციხეში მოქმედ საჯარო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. ეს რიგით მეხუთე რეგიონია, რომელსაც ლონდა თოლორაია თავის გუნდთან ერთად ესტუმრა. შეხვედრის მიზანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის შესახებ მონაწილეთა ინფორმირება, არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა, რეგიონებში არსებულ სახელმწიფო უწყებებთან და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებაა. შეხვედრის მონაწილეებმა დასვეს კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები მათთვის აქტუალურ საკითხებზე, როგორც საგამოძიებო, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით.