აქცია პარლამენტთან

15:25, 08.04.2024

სამოქალაქო სექტორისა და სტუდენტების ნაწილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებას პარლამენტის უკანა შესასვლელთან აპროტესტებს.

მათი მთავარი მოთხოვნაა, საქართველოს პარლამენტმა გაიწვიოს აღნიშნული დოკუმენტი. შეკრებილების განმარტებით, მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს. პროტესტის მონაწილეების კიდევ ერთი მოთხოვნაა, გათავისუფლდეს ლაზარე გრიგორიადისი.

 

მსგავსი