ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორი წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს საქართველოს პრეზიდენტი.
არჩევნების სავარაუდო გაყალბების საკითხზე რეაგირება განხილვის მთავარი თემაა. საქართველოს პრეზიდენტი უკვე შეხვდა ოპოზიციას, რის შემდეგაც სახელმწიფოს მეთაური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება. მხარეები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ და განიხილავენ დარღვევების ფაქტებს.