შეხვედრა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში

თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ზღაპრის დღე გაიმართა. ღონისძიებაზე ილუსტრატორ გიორგი ჯინჭარაძის მიერ „ამირანის“ თემაზე შექმნილი პროექტი წარმოადგინეს. ზღაპრის დღის მთავარი მოვლენა კი „ეი-არ აპლიკაციის ონლაინ პრეზენტაცია იყო, რომლის მეშვეობითაც ზღაპრული პერსონაჟების გადმოყვანა თანამედროვე რეალობაშია შესაძლებელი.  ნებისმიერი ასაკის დამთვალიერებლისთვის განკუთვნილი გამოფენა, 26 სექტემბრამდე გაგრძელდება, აპლიკაცია კი ნელ-ნელა განვითარდება და სხვა მხატვრების ნამუშევრებითაც შეივსება.