„და ჩვენ ვიცეკვეთ“ - ფილმის ჩვენება

თბილისში ფილმის, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია,

მაღალი ინტერესია სურათის მიმართ ბათუმშიც. ინფორმაციას კინოთეატრ „ამირანის“ მარკეტინგის დირექტორი ავრცელებს. მისივე განცხადებით, ფილმის პრემიერა კინოთეატრებში 8 ნოემბერს გაიმართება და თუკი ჩვენების პროცესში ადგილი ექნება რამე პრობლემას, კინოთეატრის ადმინისტრაცია მიმართავს სამართალდამცავ უწყებებს. ფილმის პროდიუსერი იმედოვნებს, რომ პრემიერა ექსცესების გარეშე ჩაივლის და მაყურებელთა უსაფრთხოების საკითხზე შესაბამისი უწყებებიც იმუშავებენ.

ფილმის ჩვენებასთან დაკავშირებით, არ არის გამორიცხული საკუთარი პოზიცია განცხადებით დააფიქსიროს საქართველოს საპატრიარქომ, – ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. მისი თქმით, ფილმის სიუჟეტიდან გამომდინარე, მისი პროპაგანდა მიუღებელია.