ნანა ჯორჯაძის დოკუმენტური ფილმის პრემიერა

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, კინოთეატრ „ამირანში“  ნანა ჯორჯაძის დოკუმენტური ფილმის „ღვინის ნულოვანი მერიდიანის“ პრემიერა გაიმართა. ფილმის მთავარი გმირი ემიგრაციაში წასვლას გეგმავს, თუმცა მამის თხოვნით, გამგზავრებას დროებით გადადებს და წინაპართა ნაკვალევზე მასალების შეგროვებას იწყებს, რა დროსაც საკუთარ სამშობლოს აღმოაჩენს. ფილმი არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე იყო წარდგენილი.