„და ჩვენ ვიცეკვეთ“ - პრემიერა კინოთეატრ „ამირანში”

კინოთეატრ „ამირანში” ფილმის ჩვენება რამდენიმე წუთის დაგვიანებით დაიწყო.

პრემიერაზე ყველა ბილეთი გაყიდულია, თუმცა ფილმის ნახვის მსურველებმა შენობაში არაერთი წინააღმდეგობის შემდეგ შეაღწიეს. გარეთ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა კინოთეატრის შესასვლელის მიმართულებით რამდენჯერმე პირო-ტექნიკაც ისროლეს, რის შემდეგაც პოლიციამ კარი ჩაკეტა. პრემიერაზე დასწრების მსურველებს სამართალდამცავები ცალ-ცალკე, შემოწმების შემდეგ უშვებდნენ. მიღებული იყო უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები.

ლიკა ალელიშვილი იმყოფება კინოთეატრში.

 

დატოვე კომენტარი