შეხვედრა საინიციატივო ჯგუფთან

შეწყდეს ისტორიული ბათუმის ნგრევა, ქაოტური მშენებლობები, დადგინდეს ისტორიული დაცვის ზონა, შემუშავდეს ქალაქის განვითარების გეგმა, გაუქმდეს ე.წ. ზონალური საბჭო და ნებართვების გამცემი ორგანოები დაკომპლექტდეს პროფესიული ეთიკის მქონე კადრებით -ეს არის ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის, – „დაიცავი ძველი ბათუმი,“ – წარმომადგენლები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენენ. თორნიკე რიჟვაძემ დღეს ისინი მთავრობის სახლში შეხვედრაზე მიიწვია.

ბათუმის ევროპული ნაწილის დაცვის ზონის დამტკიცების მოთხოვნით, ბათუმელებმა აქცია რამდენჯერმე გამართეს. პარალელურად კი მერს ღია წერილიც გაუგზავნეს.