საქართველოს პარლამენტში ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის წარმომადგენლების შეხვედრები დასრულებულია. ევროპელი ექსპერტები დღეს პარტია „ლელოსა“ და „მოქალაქეებს“, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესა და მმართველი პარტიის სხვა წევრებს შეხვდნენ – მთავარი განსახილველი საკითხი ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების ფარგლებში, საარჩევნო რეფორმის ირგვლივ შემუშავებული ცვლილებები იყო.