სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობას დღეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ.
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებთან ერთად, მოქალაქეებს ღია შეხვედრის ფორმატი გააცნეს და მათი საჭიროებები პირადად მოსმინეს.
ხაზი გაესვა საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის განხორციელებულ და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც მოსახლეობის მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად განხორციელდა და სამომავლოდაც იგეგემება.
მოსახლეობის მხრიდან ძირითად საჭიროებად სოფლების შიდა ქუჩების მოასფალტება, ნარჩენების მართვის სერვისის გაუმჯობესება და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასახელდა.
მოსახლეობასთან ღია შეხვედრები, მარნეულის მასშტაბით მომავალშიც გაგრძელდება.