შეხვედრა განათლების ექსპერტებთან

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, ზოგადი განათლების მიმართულებით განსახორციელებელი ცვლილებები, მიხეილ ბატიაშვილმა არასამთავრობო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.

შეხვედრაზე მინისტრმა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, მასწავლებელთა ხელფასის ზრდისა და სკოლებში ახალი კადრების  მოზიდვის სქემაზე იმსჯელა, რაც საბოლოოდ სწავლების ხარისხზე უნდა აისახოს.