თანამშრომლობის მემორანდუმი  

კულტურული კუთვნილების დაცვისა და შენარჩუნების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის მექანიზმის ამოქმედების მიზნით, საქართველოსა და ამერიკის მთავრობებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების კომისიის თავმჯდომარემ პოლ პაკერმა მოაწერეს.

მემორანდუმი თანამშრომლობის ზოგად პრინციპებს მოიცავს. კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ორ ქვეყანას შორის ახალი სათანამშრომლო პლატფორმის შექმნის შესახებ მხარეებს შორის შეთანხმება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტისას შედგა.

დატოვე კომენტარი