საკადრო ცვლილება მთავრობაში

პირველი საკადრო ცვლილება გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში.

დანიშვნიდან წელიწადნახევარში განათლების მინისტრმა თანამდებობა დატოვა. მიხეილ ბატიაშვილი ამ ნაბიჯს პირადი გადაწყვეტილებით ხსნის, თუმცა სხვა ვერსია აქვთ ოპონენტებს. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ პოსტიდან ბატიაშვილის წასვლა ია კერზაიას საქმეს უკავშირდება. მითუმეტეს, რომ ამ საქმეზე მომზადებული ოჯახის სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ წარმოებაში მიიღო. განათლების მომავალი მინისტრის ვინაობა დღეს არ დასახელებულა. დიდი ალბათობით, მას მხოლოდ განათლების სამინისტროს ხემძღვანელობა მოუწევს, რადგან უწყებიდან კულტურის და სპორტის მიმართულების ისევ განცალკევება იგეგმება.