მიხეილ ბატიაშვილმა საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარადგინა

მიხეილ ბატიაშვილმა, განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, სისტემის ყველა საფეხურზე განხორციელებული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარადგინა. მინისტრმა ყურადღება განათლების ევროპული მოდელის, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობასა და სწავლების პროცესში ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე გაამახვილა.

ღონისძიების ფარგლებში საზეიმოდ გაიხსნა „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019“, სადაც შვიდ ნომინაციაში გამარჯვებული ახალგაზრდა მეცნიერები დააჯილდოვეს.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.