საერთაშორისო ოლიმპიადა

საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს განათლების სამინისტროში უმასპინძლეს. მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მათ წარმატებას ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ მოსწავლეებისთვის წლევანდელი წელი ყველაზე გამორჩეული იყო.

შეგახსენებთ, 17 მედალი მათ მათემატიკის, ინფორმატიკის, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ოლიმპიადებში მოიპოვეს.