შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებთან

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი შეხვდა. მინისტრმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და ქართული ენის დღე მიულოცა. თეა ახვლედიანმა 14 აპრილის მნიშვნელობაზე ისაუბრა და 1978 წლის ისტორიული მოვლენები გაიხსენა.