თბილისის მერი დედაენის დღეს ულოცავს თანამოქალაქეებს

14 აპრილი – ქართული ენის დაცვის დღეა.
თანამოქალაქეებს დედაენის დღეს ულოცავს თბილისის მერიც. „1978 წლის 14 აპრილი – კიდევ ერთი გადამწყვეტი ბრძოლა ერის  თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად.
ასეთი დღეები გვახსენებს, რა ძალა აქვს ჩვენს ერთობას და ცხადყოფს, რა არის მთავარი ერის ცხოვრებაში“, – წერს კახა კალაძე.