გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, გარემოსდაცვით თემებზე მომუშავე ჟურნალისტებთან შეხვედრა გაიმართა. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა მედიის წარმომადგენლებს სააგენტოს ძირითადი საქმიანობა და სამომავლო პროექტები გააცნო.
ტყის ინვენტარიზაცია და მონიტორინგი; მოვლა-აღდგენა; ხე-ტყის დამზადება, – ეს ის საკითხებია, რაზეც ჟურნალისტებმა მიიღეს ინფორმაცია. გაიმართა ვიქტორინაც.
შეხვედრა საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით შედგა.