შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დიპლომატებს შეხვდა.
სოფიო გორგოძემ სტუმრებს გამოცდების ახალი მოდელი გააცნო და კვლევის საბოლოო ანგარიშიც წარადგინა. ეს სწორედ ის კვლევაა, რომლის საფუძველზეც გამოცდებისა და შეფასების ეროვნულმა ცენტრმა სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
განათლების ახალი რეფორმის პრეზენტაციას ცენტრი სამუშაო შეხვედრის ფორმატში სხვა დაინტერესებულ პირებთანაც გეგმავს.