შეხვედრები საერთაშორისო დამკვირვებლებთან 

ხვალინდელი არჩევნების მიმართ განსაკუთრებული ინტერესია საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

საარჩევნო პროცესს დააკვირდება ევროპარლამენტიც, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებზე დელეგაციას არ გზავნის, თუმცა ამჯერად ტრადიცია დაირღვა – შვიდი ევროპარლამენტარი თბილისშია და დილიდან ხელისუფლებას და ოპოზიციას ხვდება. ოპოზიციური პარტიები ევროპელ დეპუტატებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე გაფართოებულ ფორმატში ესაუბრნენ. მათი თქმით, დელეგაციას მძიმე და უთანასწორო საარჩევნო გარემოზე, ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე და დევნა-ზეწოლა-მუქარის შემთხვევებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ოპოზიციონერი ლიდერების მტკიცებით, ევროპარლამენტის წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ შარლ მიშელის შეთანხმება დღემდე ძალაში რჩება.

თავად ევროპარლამენტარებს შეხვედრების შემდეგ კომენტარები არ გაუკეთებიათ.